საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
"ნოვრუზ ბაირამი 2025“
მარნეულის მუნიციპალიტეტმა ტრადიციულად ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული მასშტაბურად აღნიშნა, რომელიც გაზაფხულის, ახალი სიცოცხლისა და განახლების სიმბოლოა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო: თეატრალიზებული მსვლელობა, სიმბოლური კოცონის ანთება, ეთნოკუთხე ტრადიციული კერძებით, სპორტული აქტივობები, საბავშვო გასართობი ზონა, ფოტო ზონა & გიფერი, ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის და წითელი ჯვრის გამოფენა.
ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა და დამსწრეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა.
ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით გაგრძელდა, სადაც მსმენელის წინაშე წარდგნენ: მარნეულის კულტურის ცენტრის მომღერლები და გუნდები, ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“, ადგილობრივი DJ არკან კურბანოვი. ასევე, არიზ ჰუსეინოვი და ხათირა ისლამი – მოწვეული მომღერალი აზერბაიჯანიდან.
აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკა ტყემალაძემ, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, პარლამენტის წევრებმა ზაურ დარგალმა და სავალან მირზოევმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ.
ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მეგობარი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.