საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

იფთარის ვახშამი

24 მარ, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტში იფთარის ვახშამი გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ რამაზანის თვისადმი პატივისცემის ნიშნად მუსლიმი თემისთვის იფთარის ვახშამი გამართა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მუსლიმ მოსახლეობას წმინდა თვე რამაზანი მიულოცეს: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზაურ დარგალმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, სრულიად საქართველოს შეიხმა ფაიგ ნაბიევმა, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ადგილობრივებმა.

იფთარს სასულიერო პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ადგილობრივი მორწმუნეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები