საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
9 აპრილი
9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 36 წელი გავიდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზაურ დარგალმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ სოფელ ალგეთში, წერეთელსა და თამარისში მდებარე 9 აპრილის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
აღსანიშნავია, რომ თამარისისა და წერეთლის საჯარო სკოლების ორგანიზებით 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ხოლო სოფელ თამარისში აღევლინა გმირთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი.
9 აპრილის მემორიალები, ასევე ყვავილებით შეამკეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ, მერის მოადგილეებმა ზურაბ ფანგანმა და თემურ შუბითიძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რიჩარდ გიგანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა არმიამ ძალადობრივად დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაცია. ტრაგიკულ ღამეს 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასეულობით დაშავდა. 9 აპრილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ქვეყნის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობის