საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
თსუ პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე შექმნილი ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაინტერესებული აბიტურიენტებიც ესწრებოდნენ.
საბჭოს მიერ, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების უშუალო ჩართულობით ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა მათთვის სამი ყველაზე საინტერესო პროფესიული მიმართულება: სამართალმცოდნეობა, აიტი მიმართულება და ფსიქოლოგია.
სწორედ ამ მიმართულებებზე გაამახვილეს ყურადღება მოწვეულმა პროფესორებმა და მათ დეტალურად ისაუბრეს აღნიშნული სფეროების შესაძლებლობებზე, სირთულეებზე და პროფესიული განვითარების გზებზე.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის განათლებისა და კარიერული განვითარების მიმართულებით ინფორმაციის მიწოდებას.