საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

14 აპრილი - დედა ენის დღე

14 აპრ, 2025

მარნეულში დედაენის დღე აღინიშნა

 მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და მარნეულის #6 საჯარო სკოლის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 მოსწავლეები სტუმრების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ეთნო-კუთხეები. კულინარიული გამოფენა და თითოეულ კუთხესთან დაკავშირებული პერფორმანსები.

 ღონისძიებას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე და მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ასევე, საიმერლოს საჯარო სკოლაში დაესწრნენ 14 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და დამსწრე საზოგადოებას დედაენის დღე მიულოცეს.

 აღსანიშნავია, რომ 1978 წლის 14 აპრილი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია. საბჭოთა ხელისუფლების განზრახვას, ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია, ქართული საზოგადოების პატრიოტული პასუხი მოჰყვა, რამაც საბჭოთა ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლა აიძულა. 1990 წელს 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

სხვა სიახლეები