საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

გამწვანების აქცია

25 აპრ, 2025

მარნეულის მერიის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით და ორგანიზებით, მარნეულში დედამიწის კვირეულის ფარგლებში გამწვანების აქცია მოეწყო.

გამწვანების აქციაში, ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ და მოადგილემ ზურაბ ფანგანმა. მათ სოფელ თამარისის სკოლის ტერიტორიაზე ნერგები დარგეს.

აღნიშნული კამპანიის მიზანს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა წარმოადგენს.

კვირეულის ფარგლებში გამწვანების აქცია სოფელ ხიხანშიც გაიმართა.

სხვა სიახლეები