მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, მარნეულელ ვეტერან ძიუდოისტებსა და მოქმედ, წარმატებულ სპორტსმენს, კოტე კაპანაძეს, შეხვდა.
შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაისში გასამართ ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატს, რომელშიც მონაწილეობას მარნეულელი ძიუდოისტები მიიღებენ.
მერმა მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა, რომ მათი გამოცდილება და მიღწევები მნიშვნელოვანია ახალი თაობის სპორტსმენებისთვის.
შეხვედრას, ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ხელმძღვანელი მამუკა ნავერიანი ესწრებოდნენ.