მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ზურაბ ფანგანი, სამუშაო ფორმატში მერიაში მოქმედი პირველადი სტრუქტურული ერთეულების, ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე, მერიის სამუშაო პროცესში განსახორციელებელ საკითხებზე, საჭიროებებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. თათბირზე ასევე, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი სერვისების ოპერატიულ და ხარისხიან მიწოდებაზე გაამახვილეს ყურადღება.