საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ჰეიდარ ალიევის იუბილე

10 მაი, 2025

მარნეულის კულტურის ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის 102 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიება, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით და მარნეულში მოქმედი „განვითარებისა და განათლების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.

იუბილეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ფაიგ გულიევი, ადგილობრივ და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.

კენან ომაროვმა, სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ჰეიდარ ალიევის განსაკუთრებულ როლს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში.

ღონისძიების ფარგლებში, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობით შესრულდა. ასევე, ცენტრის ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და წარჩინებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.

სხვა სიახლეები