საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ღვინის ბაზრის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის პროექტი

13 მაი, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღვინის ბაზრის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

შეხვედრაზე ადგილობრივი აგროპროდუქტების მიწოდების ჯაჭვის განვითარების გზები, ფერმერებისა და მცირე მეწარმეების ბაზარზე ინტეგრაციის შესაძლებლობები, პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მეთოდები განიხილეს.

ღონისძიებაში ადგილობრივი ფერმერები, მუნიციპალიტეტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრა შვეიცარიული სააგენტო HELVETAS-ისა და პროექტ WINS-ის მხარდაჭერით გაიმართა.

სხვა სიახლეები