საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულება
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, მარნეულის მერი კენან ომაროვი, პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მარნეულის წყლისა და წყალარინების მასშტაბური პროექტი ასევე, სოფელ წერეთელში და სოფელ შულავერში მიმდინარე საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.
წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტს ახორციელებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. პროექტი ითვალისწინებს ქსელის განახლებას, თანამედროვე სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მოწყობას.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან დაიწყო მოსახლეობის ეტაპობრივი გადართვა 24-საათიან წყალმომარაგებაზე.
საბავშვო ბაღების მშენებლობის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. თითო ბაღი 180 ბავშვზეა გათვლილი და შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული. ეზოებში მოეწყობა სათამაშო და რეკრეაციული ზონები, ხოლო ინვენტარიზაციას მარნეულის მერია უზრუნველყოფს.