ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, სახელმწიფო რწმუნებულს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საუბრისას განიხილეს მარნეულში არსებული გამოწვევები და მათი დროულად გადაჭრის გზები. ლევან ხარაბაძემ სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები-გიგა ნამიჭეიშვილი და ილია ჯალაღანია, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.