საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ლაღიძის ქუჩა მდინარე ალგეთის ხიდთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
ქალაქ მარნეულში, ლაღიძის ქუჩაზე, მდინარე ალგეთზე ხიდთან მისასვლელი გზის და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან, მერის პირველ მოადგილე როინ დეკანოიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში იგეგმება გზის ნაპირსამაგრი რკინა-ბეტონის კედლის მოწყობა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო ინფრასტრუქტურას.
პროექტის ღირებულება 619 997 ლარს შეადგენს და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.