საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ინტელექტის საათი

20 მაი, 2025

 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა საგანმანათლებლო კონკურსის „ინტელექტის საათის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

მარნეულის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მერი კონკურსის გამარჯვებულებს, პირველ ადგილზე გასულ მარნეულის მეექვსე საჯარო სკოლის გუნდს „ძალა ერთობაშია“ და მეორე ადგილზე გასულ მარადისის სკოლის გუნდს „ჯენ ზის“ შეხვდა.

კენან ომაროვმა, ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაზე ისაუბრა და მათ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საგანმანათლებლო კონკურსი „ინტელექტის საათი“ ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით წელს პირველად ჩატარდა. მასში მონაწილეობა 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისგან შემდგარმა 12-მა გუნდმა მიიღო.

კონკურსი მიზნად ისახავდა მოზარდებში ზოგადი განათლების გაღრმავებასა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.

სხვა სიახლეები