საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
გამწვანების აქცია ალგეთში
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, სოფელ ალგეთში გამწვანების აქცია მოეწყო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ აქციის ფარგლებში სოფელ ალგეთის სკვერში ნერგები დარგეს.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გეგმავს, გამწვანების მსგავსი აქციები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ეტაპობრივად განხორციელდეს, რაც ბუნებრივი გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა.