საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ევფრატის საგანმანათლებლო პროექტი“

23 მაი, 2025

 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, „ევფრატის საგანმანათლებლო პროექტის“ დახურვის ღონისძიებას დაესწრო.

„ევფრატის საგანმანათლებლო პროექტი“ კოლეჯ „მოდუსში“ მიმდინარეობდა, რომლის მიზანს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა გადამზადება წარმოადგენდა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტი ისრაელის საელჩოს და "MASHAV"- ის პროგრამის მხარდაჭერით „შალომ კლუბი ქვემო ქართლის“ ორგანიზებით განხორციელდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში, ლევან ხარაბაძე, ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, სამხარეო რწმუნებულის მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის და „შალომ კლუბ ქვემო ქართლის" წარმომადგენლები.

სხვა სიახლეები