საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

24 მაი, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიება მარნეულის N1 საჯარო სკოლის ორგანიზებით მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა.

მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღის თემაზე შექმნილი ლიტერატურული პერფორმანსი წარმოადგინეს, ხოლო ადგილობრივი ანსამბლის „დიდების“ მიერ ქორეოგრაფიული ნომრები შესრულდა.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საჯარო სკოლების დირექტორები, საქართველოს განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები