საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
#26მაისი #ესდღეჩვენია #მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტში, „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტთან მდებარე სკვერში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
დილიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. პარალელურად, მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული და გასართობი სივრცეები, მათ შორის სახელოსნო აქტივობები, ბატუტი, სახის მოხატვა, გიფერი და ფოტოს ბეჭდვა, მოსიარულე ორკესტრის წარმოდგენები და ანიმაციური გმირების შოუ.
მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაურ დარგალმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნიკა კობახიძემ.
ღონისძიების ფარგლებში, მაყურებელთა წინაშე წარსდგნენ ადგილობრივი შემსრულებლები, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
საზეიმო ღონისძიება ანსამბლ „გორდელას“, დუეტ „ლეონისა“ და ბენდი „ქვევრის“ კონცერტით დასრულდა.
#26მაისი #ესდღეჩვენია #მარნეული