მარნეულში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, მიხეილ ჯავახიშვილის ბიუსტის მიმდებარე სკვერში, საბავშვო-გასართობი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო გასართობი სივრცე, ანიმატორების და ილუზიონისტის შოუ, სხვადასხვა სახალისო აქტივობა.
ბავშვებმა, ასევე, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მარნეულის ფილიალის მიერ ორგანიზებულ შემოქმედებით მასტერკლასებში – თიხით ძერწვასა და ხატვაში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!