საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სოფელ ბაიდარის ახლად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლა

03 ივნ, 2025

 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში ახლად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა.

დასრულებულ სამუშაოებს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიმდინარე სასწავლო პროცესს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მინისტრის მოადგილე, გიორგი ჯინჭარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ნიკა კობახიძე, ადგილზე გაეცნენ.

სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოწყობილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეები. ამასთან, ფუნქციონირებს რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო და ბიბლიოთეკა.

სკოლა უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემებით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. ბაიდარის საჯარო სკოლა გათვლილია 400 მოსწავლეზე.

სკოლის გახსნის ღონისძიებას, ასევე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები