საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ინფრასტრუქტურული პროექტები
ქალაქ მარნეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მერმა კენან ომაროვმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ხარაბაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან გიორგაძესთან ერთად დაათვალიერა.
აღსანიშნავია, რომ ლაღიძის ქუჩაზე, მდინარე ალგეთზე ხიდთან მისასვლელი გზის და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იგეგმება გზის ნაპირსამაგრი რკინა-ბეტონის კედლის მოწყობა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 619 997 ლარს შეადგენს.
აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ბორჩალოელის ქუჩაზეც, სადაც მდინარე ალგეთზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა ხორციელდება. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს და მისი ღირებულება 391 994 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს, ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.