საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
„ახალგაზრდული საბჭოს“ შეხვედრა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე „ახალგაზრდული საბჭოს“ შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე საბჭოს სამომავლო საქმიანობის გეგმები განიხილეს და მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი კუთხით განსახორციელებელ აქტივობებზე ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეებმა მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული სკვერების დასუფთავების აქცია დაგეგმეს, რომელშიც ახალგაზრდებიც ჩაერთვებიან.