მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, კენან ომაროვის ინიციატივით, 150 შეჭირვებულ ოჯახს, ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებული შემოწირულობა დაურიგდა.
მერმა მუსლიმ თანამოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
„გულითადად ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ჩემს მარნეულელებს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას“, – განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა.