საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულის №5 საჯარო სკოლის 60 წლის იუბილე
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე ქ. მარნეულის №5 საჯარო სკოლის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
მან სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მიულოცა სკოლას საიუბილეო თარიღი, განსაკუთრებულად აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელობისა და პედაგოგების წვლილი განათლების განვითარების საქმეში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით სკოლის კოლექტივს მადლობის სიგელი გადაეცა.
საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგებიც.
ღონისძიებას, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.