საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი
მარნეულში, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა.
მონაწილე გუნდებს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ და წარმატება უსურვეს.
მუნიციპალური ეტაპის მატჩში 10 მოყვარული გუნდი მონაწილეობდა და ის მარნეულის სამხედრო დასახლების გუნდის, „მარნეულის
“ გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილი სოფელ საიმერლოს გუნდმა „პირველი მერცხალი“, მესამე კი ქალაქ მარნეულის გუნდმა „ჯიმბომბიმ“ დაიკავა.
ჩემპიონატი კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში ტარდება და საქართველოს ყველა რეგიონს 2025 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე მოიცავს.