საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

შეხვედრა სპორტსმენებთან

13 ივნ, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და მერის პირველ მოადგილე როინ დეკანოიძესთან ერთად, მარნეულელ სპორტსმენებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატებზე მიღწეული წარმატება მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ევროპის ვეტერანთა ჩემპიონატზე, მარნეულელმა ძიუდოისტებმა რვა მედალი მოიპოვეს. წარმატებით იასპარეზეს მარნეულელმა სპორტსმენებმა მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატზეც და ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ.

შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების მიმდინარე პროცესებსა და ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდის მექანიზმებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მომავალი თაობის მოტივაციის ზრდის მნიშვნელობაზე.

სპორტსმენებთან შეხვედრას, ასევე, მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი, დირექტორის მოადგილე ზაზა დავაძე და მწვრთნელები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები