საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სოფელ ხოჯორნში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები

07 ივნ, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 1 200 მეტრი, ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი.

სამუშაო პროცესს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე და თვითმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

აღნიშნული პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 414 806 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მარნეულის მუნიციპალიტეტის 18 სოფელშია დაგეგმილი.

სხვა სიახლეები