მარნეულის მუნიციპალიტეტს 4 ახალი ,,ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდი მოემსახურება.
10 კუბური მეტრი მოცულობის 2 ერთეული და 16 კუბური მეტრი მოცულობის 2 ერთეული ნაგავმზიდი ა(ა)იპ სუფთა მარნეულს გადაეცა.
აღნიშნული მანქანებით დამატებით, მოხდება მუნიციპალიტეტის კონკრეტული ტერიტორიებიდან ნარჩენების გატანა, რაც გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის მიმართულებით მდგომარეობას.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მერის მოადგილე ზურაბ ფანგანთან, მერის მოადგილე თემურ შუბითიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ნაგავმზიდის მანქანები დაათვალიერეს. ადგილზე გაესაუბრნენ შ.პ.ს. მარნეულის ავტოპარკისა და ა(ა)იპ სუფთა მარნეულის წარმომადგენლებს.