მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილეს ქაზიმ ქართალს შეხვდა.
მერიაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თურქეთის მხარდაჭერასა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები განიხილეს.