მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები თემურ შუბითიძე და ზურაბ ფანგანი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ, რომლებიც მუნიციპალიტეტში თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის, მარნეულის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
გაცნობით-სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და დელეგაციის ხელმძღვანელთან, ჩინეთის ლიტერატურული და ხელოვნების ფედერაციის, თეატრალური ხელოვნების ცენტრის დირექტორ ლი სიაოჩინთან გაცვლით კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებზე ისაუბრეს.
შეხვედრას თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების ფესტივალის დირექტორი ლევან ხეთაგური, მარნეულის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე და ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე ესწრებოდნენ.