მარნეულის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. იწმინდება და წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.
ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.
ამასთან, მერიაში არსებული „მუდმივმოქმედი სტიქიისა და ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ზარალის დამდგენი კომისიის“ ბაზაზე, შექმნილია დამატებითი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ადგილზე ახდენენ სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ზიანის შესწავლას.
შეგახსენებთ, რომ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედდა მუნიციპალიტეტის ცხელი ხაზი. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დაგვიკავშირდნენ და მოგვაწოდონ ინფორმაცია ზიანის შესახებ შემდეგ ნომრებზე:
591 976369
591 975804