საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სტიქია მარნეულში

26 მაი, 2024

26 მაისს, გამთენიისას, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხდა სტიქია.

 უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარე ალგეთი, ხრამი და დებედა. დაიტბორა ქალაქ მარნეულის ქუჩების ნაწილი. ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი.

 მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან და პარლამენტის წევრთან ერთად, ადგილზე იმყოფებიან და მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად მუშაობენ ზიანის ლოკალიზებაზე. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი და სამაშველო აქტივობები.

 სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედდა მუნიციპალიტეტის ცხელი ხაზი. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დაგვიკავშირდნენ და მოგვაწოდონ ინფორმაცია ზიანის შესახებ შემდეგ ნომრებზე:

591 976369
591 975804

აღსანიშნავია, რომ მერიაში არსებული „მუდმივმოქმედი სტიქიისა და ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ზარალის დამდგენი კომისიის“ ბაზაზე, შეიქმნა დამატებითი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ადგილზე მოახდენენ, სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ზარალის შესწავლას.

სხვა სიახლეები