საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სადახლოობა 2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ტრადიციულად სახალხო დღესასწაული „სადახლოობა“ აღინიშნა.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
დღესასწაულის ფარგლებში შესრულდა ფოლკლორული ნომრები და მოეწყო სპორტული აქტივობები.
აღსანიშნავია, რომ „სადახლოობა“ მარნეულის მუნიციპალიტეტში მერვე წელია აღინიშნება.