საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სოფელი ამბაროვკა-გზების რეაბილიტაცია
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკაში გზების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროცესს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობას პროექტის შესახებ გაესაუბრნენ.
აღნიშნული პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 397 870 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მარნეულის მუნიციპალიტეტის 18 სოფელშია დაგეგმილი, დაიგება 20 000-მდე გრძივი მეტრი გზა.