საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ფეინთბოლის ჩემპიონატი მარნეულში

22 მაი, 2024

 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ფეინთბოლის ადგილობრივი ჩემპიონატი გაიმართა.

 ჩემპიონატში მონაწილეობა ახალგაზრდებმა მიიღეს. შეჯიბრს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე ესწრებოდნენ.

 აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიის ხელშეწყობით ტურნირი წელს მეორედ ჩატარდა და მიიღებს ყოველწლიურ სახეს. მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სპორტის პოპულარიზაციაა.

სხვა სიახლეები