მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფელ შაუმიანში, ალექსანდრე მელიქ ფაშაევის სახლ-მუზეუმში, ღონისძიება „ღამე მუზეუმში“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ექსკურსია მუზეუმში და მუსიკის საღამო, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრთან არსებული კვარტეტის მონაწილეობით.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.