საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულში ჰეიდარ ალიევის 101 წლის იუბილე აღინიშნა

11 მაი, 2024

 მარნეულში ჰეიდარ ალიევის 101 წლის იუბილე აღინიშნა.

„აზერბაიჯანულ სახლში“ „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის“ ორგანიზებით, ჰეიდარ ალიევის 101 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი, ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, ისაუბრეს აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ღვაწლზე და ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებზე.

ღონისძიების ფარგლებში, GAIM-ის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის „დიდი ლიდერის ცხოვრების გზა“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

ჰეიდარ ალიევის 101 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას, ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები