საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

შეხვედრა სპორტსმენებთან

02 აპრ, 2023

ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, საფეხბურთო მოედანი და კიკბოქსინგის დარბაზი მოინახულეს.

მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო-საწვრთნელო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ სპორტსმენებს საჭირო ინვენტარი გადასცა.

შეხვედრას, რომელსაც სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სპორტსმენებთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს გაესვა ხაზი.

სხვა სიახლეები