საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში დასაქმების ფორუმი გაიმართა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" ორგანიზებით, მარნეულში დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ღონისძიება, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თემურ შუბითიძემ და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ზურაბ მენთეშაშვილმა გახსნეს.
სამუშაოს მაძიებლებს ერთიან სივრცეში შესაძლებლობა ჰქონდათ, რეგიონში არსებულ, 100-ზე მეტ ვაკანსიას გასცნობოდნენ და პირისპირ გასაუბრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლებს.
ფორუმზე ვაკანსიები წარმოდგენილი იყო; საბანკო, საფინანსო, საოფისე სფეროებიდან, ასევე საწარმო, ფარმაცევტული და გაყიდვების მიმართულებით.
აღნიშნული ვაკანსიების გაცნობა კვლავ შესაძლებელია სააგენტოს ქვემო ქართლის სერვის ცენტრში. მისამართი ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი 1.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მოეწყო საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ადგილობრივმა პროფესიულმა კოლეჯებმა დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა პროფესიული კურსები გააცნეს.
#აქტიურივაკანსიები
#დასაქმება