საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ფესტივალი „ქართული“

26 აპრ, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტმა, ქალაქ რუსთავში გამართულ ქორეოგრაფიულ კონკურს-ფესტივალში „ქართული“, მიიღო მონაწილეობა.

 ფესტივალზე მარნეულის მუნიციპალიტეტმა მისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული, სამრეწველო და კულინარული კუთხეები მოაწყო, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები და ნუგბარი, წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა. ღონისძიებას, ავთენტურ ნაწილში, მრავალფეროვანს ხდიდა მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული „ხალხური რეწვის სახელოსნოს“ ხალიჩების გამოფენა.

 მარნეულის ეთნოგრაფიულ კუთხეში მისულ სტუმრებს მასპინძლობას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე და კულტურის ცენტრის დირექტორი ნატო შავიშვილი უწევდნენ.

 „ქართული“ რეგიონულ ფორმატში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო ქვემო ქართლში მოქმედმა 24 ანსამბლის 1500-მდე მოცეკვავემ, აქედან, ერთ-ერთი გახლდათ მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ენგური“.

 კონკურს-ფესტივალის მთავარ მიზანს, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია და ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელშეწყობა წარმოადგენს.

სხვა სიახლეები