საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიამ გაფართოებული სხდომა გამართა.
სხდომაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, კობა ჩხიტუნიძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა, რომელიც კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სხდომას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რიჩარდ გიგანი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.