საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

დედამიწის დღე

22 აპრ, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია გაიმართა.

 აქციის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მერის მოადგილე ზურაბ ფანგანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რიჩარდ გიგანმა ქალაქ მარნეულის შემოსასვლელის და 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში მიიღეს მონაწილეობა.

  აღნიშნული კამპანიის მიზანს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა წარმოადგენს.

 დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მერიისა და საკრებულოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის და ააიპ „სუფთა მარნეულის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

 საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.

სხვა სიახლეები