საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მუნიციპალური დოკუმენტის საჯარო განხილვა
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) მდგრადი განვითარების მიზნების მარნეულის მუნიციპალური დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრაზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მამუკა შუბითიძემ, დამსწრეებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელიც ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება, ესენია: სიღარიბე, უთანასწორობა, კეთილდღეობა, მშვიდობა, სამართლიანობა, კლიმატი და ეკოლოგია.