საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შეხვედრა ახალგაზრდებთან
16 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
ახალგაზრდებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ სიტყვით მიმართეს და მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სტრატეგიის შესახებ ისაუბრეს.
მარნეულის მერის მოადგილემ, თემურ შუბითიძემ დამსწრეთათვის, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის პირველადი ვერსიის პრეზენტაცია წარმოადგინა. მოსწავლეებს დაურიგდათ კითხვარები, რომლის ანალიზის საფუძველზეც გამოიკვეთა მათი ინტერესები და პრიორიტეტები. შეხვედრაზე ისაუბრეს ახალგაზრდული საბჭოს დაკომპლეტების მექანიზმებზე.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას დაგეგმილი აქვს ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალგაზრდებთან საინფორმაციო კამპანიის ჩატარება. ასევე, რაოდენობრივი კვლევა/გამოკითხვა, რაც სრულყოფს ახალგაზრდული სტრატეგიის შემუშავების პროცესს.