საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სოფელ კასუმლოში წყლის ახალი რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს

16 აპრ, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოში, სასმელი წყლის 500 მ³ მოცულობის რეზერვუარის და საქლორატორო შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტი, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 417 000 ლარს შეადგენს.

სამუშაო პროცესს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის მიმდინარეობის შესახებ გაესაუბრნენ.

აღსანიშნავია, რომ სოფელ კასუმლოში არსებული რეზერვუარი ვერ უზრუნველყოფდა მოსახლეობას სასმელი წყლის საჭირო რაოდენობით. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, დამატებითი ახალი რეზერვუარი, გააუმჯობესებს სასმელი წყლის მიწოდების რაოდენობას.

სხვა სიახლეები