მარნეულში დედა ენის დღე აღინიშნა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და მარნეულის #2 საჯარო სკოლის ორგანიზებით, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სტუმრების წინაშე მოსწავლეები მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ. მოეწყო ხელნაწერი წიგნებისა და დედა ენის თემაზე შესრულებული მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ყვავილებით შეამკეს იაკობ გოგებაშვილის ძეგლი.
ღონისძიებას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად მასობრივი გამოსვლა მოაწყო, რითაც საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ აღუდგა წინ. 1990 წელს 14 აპრილი დედა ენის დღედ გამოცხადდა.