საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

გამწვანების აქცია საბირქენდის სკოლაში

11 აპრ, 2024

სოფელ საბირქენდის საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა

აქციის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანს, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, მოსწავლეების გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა წარმოადგენდა.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მამუკა შუბითიძემ, საკრებულოს წევრმა ვასილ ხახულაშვილმა, სკოლის ადმინისტრაციამ, მოსწავლეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს.

სხვა სიახლეები