საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
იფთარის ვახშამი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ რამაზანის თვესთან დაკავშირებით, მუსლიმი თემის პატივსაცემად იფთარის ვახშამი გამართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად, ვახშამზე, მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებს, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და მეზობელი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და მორწმუნეებს უმასპინძლა.
ვახშამზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, სრულიად საქართველოს შეიხმა ფაიგ ნაბიევმა, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა სავალან მირზოევმა და ზაურ დარგალმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ კაზიმ კარტალმა და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა მაგამედ შამილოვმა.
იფთარს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი და მოადგილეები რიჩარდ გიგანი და როვშან ისკანდაროვი, სასულიერო პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.