საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

03 აპრ, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 შეხვედრაზე ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მამუკა შუბითიძემ დამსწრეებს წარუდგინა, პრეზენტაცია თემაზე: „მდგრადი განვითარების მიზნების მარნეულის მუნიციპალური დოკუმენტი“.

 სამუშაო შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე და მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი, მუნიციპალიტეტის სტრუქრტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდნენ.

 აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველოს მთავრობამ გაეროს გენერალური ასამბლეისგან აიღო ვალდებულება და მიიღო დადგენილება. აღნიშნული რეზოლუცია გულისხმობს მდგრადი განვითარების მიზნების დოკუმენტის შექმნას, რომელიც მოიცავს ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებით, ხელშეწყობას და ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

სხვა სიახლეები