საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

„საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“

29 მარ, 2024

სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ პროექტის ფარგლებში ჩხოროწყუს, ვანისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან ბენეფიციარების ვიზიტი განხორციელდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურა ფანგანი, სოფლის მეურნეობის სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის სამდივნოს ხელმძღვანელი თინათინ ოდილავაძე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ფერმერთა შორის გამოცდილების და დარგობრივი ცოდნის გაზიარება 2024 წლის სამოქმედო გეგმით გაწერილი ერთ-ერთი აქტივობაა და ყოველთვიურად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

სხვა სიახლეები